ბრიტანულმა ორგანიზაციამ - Charities Aid Foundation - 2011 წლის ქველმოქმედი ქვეყნების რეიტინგი (World Giving Index) გამოაქვეყნა. ორგანიზაციამ სამი ძირითადი კომპონენტის მიხედვით - ქველმოქმედებაში ჩადებული სახსრების მოცულობა, მოხალისეობაზე დახარჯული დრო და უცნობი ადამიანებისთვის გაწეული დახმარება (საქველმოქმედო ღონისძიებები) - მსოფლიოს 153 ქვეყანა შეაფასა. საქართველო 134-ე ადგილზე მოხვდა. ამ კომპონენტებიდან, ყველაზე სუსტი, საქართველოს შემთხვევაში, ქველმოქმედებისთვის დახარჯული თანხების მოცულობა აღმოჩნდა. ამ კომპონენტის მიხედვით, საქართველო ბოლო - 153-ე ადგილზე მოხვდა. რეიტინგის ლიდერი აშშ-ა. მას მოსდევს ირლანდია. სამეულს ასრულებს 2010 წლის ლიდერი - ავსტრალია. რეიტინგი აჩვენებს, რომ იმ პირთა რიცხვი, რომლებიც ქველმოქმედების მიზნით ფულს უშუალოდ ხარჯავენ, შემცირდა მაშინ, როცა საქველმოქმედო ღონისძიებებში მონაწილე ადამიანების რაოდენობა გაიზარდა.
tbl.ge/wcj
დაკოპირდა




