უმაღლესი განათლება

სიახლე აგრარულ და თავისუფალ უნივერსიტეტებში

 

 საქართველოს აგრარულ და თბილისის თავისუფალ უნივერსიტეტებსა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრალურ რეფერალურ ლაბორატორიას (CPHRL) შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმს უწყებების ხელმძღვანელებმა მოაწერეს ხელი. მხარეები ბიოუსაფრთხოებისა და ბიოლოგიურ კვლევებში სამეცნიერო პარტნიორობაზე შეთანხმდნენ. მემორანდუმის თანახმად, ისინი საერთო პროექტებს განახორციელებენ. ლაბორატორიის მუშაობაში კი აგრარული უნივერსიტეტის სტუდენტებიც ჩაერთვებიან.

 

კომენტარები