ეგვიპტელი სამართალდამცავები სამხედროების მმართველობის ოპონენტებს მეოთხე დღეა ებრძვიან. აშშ ეგვიპტელ გენერლებს ადამიანის უფლებების დაცვისკენ მოუწოდებს.
წყაროების მიხედვით, უკანასკნელ დღეებში ძალადობის მსხვერპლთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა, დაშავებულია ასეულობით ადამიანი.
გაეროს გენერალურმა მდივანმა ბან კი-მუნმა დაგმო დემონსტრაციების წინააღმდეგ ძალის გადამეტებული გამოყენება, რამაც ეგვიპტის პირველ თავისუფალ არჩევნებს ჩრდილი მიაყენა.




