ჩრდილოეთ კორეა

ჩრდილოეთ კორეა ლიდერს გლოვობს

ჩრდილოეთ კორეის ლიდერის კიმ ჩენ ირის გარდაცვალება ქვეყნის მოსახლეობას   სახელმწიფო  ტელევიზიის შავებში ჩაცმულმა წამყვანა  აუწყა. ჩრდილოეთ კორეაში დაშვებულია სახელმწიფო დროშები,  ამ ქვეყნის მაცხოვრებლები ქუჩებში, საჯაროდ გამოხატავენ მწუხარებას.   ჩრდილოეთ კორეის   ლიდერს   სახელმწიფო პროპაგანდა    აღმერთებდა,  მას ზეადამიანური სიბრძნის ფლობას მიაწერდნენ.

კიმ ჩენ ირი  ოფიციალური ვერსიით    ”ფსიქიკური და ფიზიკური გადაღლილობის  გამო გარდაიცვალა” . Associated Press -ის ცნობით,  მას   დიაბეტი და გულსისხძარღვთა  დაავადება აწუხებდა,  თუმცა ჯანმრთელობაზე დიდად არ ზრუნავდა,  ბევრს ეწეოდა და მოიხმარდა კოკაინს.  გავრცელებული ცნობებით,  კიმ ჩენ ირი თავის ცნობილ ბრონირებულ მატარებელში გარდაიცვალა.  მას   მამის,  ” დიდი ბელადის”  კიმ ირ  სენის მსგავსად ( რომლისგანაც მემკვიდრეობით  გადაიბარა ძალაუფლება)   თვითმფრინავით მგზავრობის შიში ქონდა და მატარებლით  გადაადგილდებოდა.  კიმ  ჩენ ირის  შემდეგ ჩრდილოეთ კორეის ლიდერი მისი 30 წლის შვილი კიმ ჩენ ინი ხდება.  

კომენტარები