ყაზახეთი

ყაზახეთში არეულობას 10 ადამიანი ემსხვერპლა

ყაზახეთის ქალაქ ჟანაოზენში 10 ადამიანი ემსხვერპლა არეულობას,  არიან დაჭრილებიც, მათ შორის პოლიციელებს შორის. ქალაქში დაწვეს მერიის შენობა, სასტუმროები, ნავთობკომპანიის შენობაც. ყაზახეთის პროკურატურის ცნობით, ჟანაოზენში არეულობაში გადაიზარდა დამოუკიდებლობის დღესასწაული. Associated Press - ი  კი აღნიშნავს, რომ არეულობა შექმნეს ადგილობრივი ნავთობკომპანიის ყოფილმა თანამშრომლებმა. ისინი სამსახურიდან გაფიცვის გამო დაითხოვეს. ქალაქ ჟანაოზენში თვეების მანძილზე მიმდინარეობს მენავთობეების გაფიცვა, ისინი ხელფასების სიმცირეს აპროტესტებენ.

კომენტარები