შოუბიზნესი

ანჯელინა ჯოლის სარეჟისორო ნამუშევრის პირველი აღიარება

ანჯელინა ჯოლიმ კამერების უკან გადაინაცვლა და ფილმი გადაიღო, რომლის პროდიუსერიც და რეჟისორიც თავადაა.

„In the Land of Blood and Honey“ (სისხლისა და თაფლის ქვეყანაში) სერბი ჯარისკაცის და ბოსნიელი, მუსლიმანი ქალის სიყვარულის შესახებ მოგვითხრობს, რომელიც ბოსნიის სამოქალაქო ომის დროს განვითარდა.

„In the Land of Blood and Honey“ ანჯელინა ჯოლის პირველი სარეჟისორო ნამუშევარია და მან უკვე მოიპოვა აღიარება. ფილმი აშშ-ის პროდიუსერთა გილდიამ სტენლი კრამერის პრემიით დააჯილდოვა. 

სტენლი კრამერი, ამერიკელი რეჟისორი და პროდუსერი 2001 წელს გარდაიცვალა, მისი სახელობის ჯილდო კი 2002 წელს დაარსდა.

სტენლი კრამერის პრემიით მწვავე სოციალურ თემებზე გადაღებული ფილმები ჯილდოვდება, ზემოთხსენებული პრემია გასულ წლებში გადაეცა ფილმებს „I am Sam”(მე ვარ სემი), „Harvey Milk”(ჰარვი მილქი), „Hotel Rwanda”(სასტუმრო რუანდა) და სხვა.

კომენტარები