ამის მიუხედავად, ზოგიერთი ამტკიცებს, რომ არაბული გაზაფხულის კვალდაკვალ, რუსულ ზამთარს უნდა ველოდოთ. ამ პროგნოზის საფუძველი პოლიტიკურად ინერტული რუსული საზოგადოების ნაწილის გამოღვიძებაა – რამდენიმე დღეა რუსეთში საპროტესტო აქციები მიმდინარეობს. პროტესტს ბიძგი არჩევნების გაყალბების ფაქტებმა მისცა. დარღვევებს შორის გამოირჩეოდა მრავალჯერ ხმის მიცემის, ბიულეტენების ჩაყრის, ხმების მოსყიდვის შემთხვევები. ზოგიერთ რეგიონში, დათვლის შედეგად, არჩევნებში მონაწილე პარტიებმა ხმათა 140%-ზე მეტი მიიღეს. ჩეჩნეთში, ინგუშეთსა და დაღესტანში Единая Россия-ს ხმა ამომრჩეველთა 99,5%-მა მისცა.
მაგრამ პოლიტიკური ვნებათაღელვის და მმართველი ძალის ლეგიტიმურობის კრიზისის მთავარ მიზეზად ანალიტიკოსები არა არჩევნების გაყალბებას, არამედ Единая Россия-ს 24 სექტემბრის ყრილობას ასახელებენ. სწორედ ამ დროს გახდა საბოლოოდ ცნობილი, რომ პუტინი შემდეგი საპრეზიდენტო არჩევნებისთვის პარტიის კანდიდატი იქნებოდა. ამან ახალგაზრდებსა და კრიტიკულად მოაზროვნეებს ქვეყანაში არსებული ავტორიტარიზმისა და სტაგნაციის შეგრძნება გაუმძაფრა. პუტინის გადაწყვეტილება ბევრმა სამოქალაქო საზოგადოების იგნორირებად ჩათვალა. შედეგად, რეფორმების გატარების, კორუფციის აღმოფხვრის მოთხოვნები
ექსპერტთა გარკვეულმა ნაწილმა მმართველ პარტიაში შესაძლო ბზარების გაჩენაზე დაიწყო საუბარი. ამის ერთ-ერთ ნიშნად ყოფილი ფინანსთა მინისტრის, ალექსეი კუდრინის სამთავრობო ბლოკიდან წასვლას ასახელებენ. მაღალჩინოსნის გადადგომის მიზეზი მისი მხრიდან ხელისუფლების პოლიტიკისა და სამთავრობო ხარჯების გეგმის კრიტიკა გახდა. მოსაზრების მომხრეები ამტკიცებენ, რომ გამარჯვების მიუხედავად, Единая Россия დომინირებას ვერ შეინარჩუნებს, მისი ვერტიკალური მმართველობა კი რღვევას დაიწყებს.
სხვები უფრო ზომიერ ცვლილებებზე მიანიშნებენ. ისინი მმართველი პარტიის შესუსტებას შორეულ პერსპექტივად მიიჩნევენ. მიზეზად თავად ელიტის სიძლიერეს და ოპონენტების სისუსტეს ასახელებენ. მათი მოსაზრებით, ამ არჩევნებმა პუტინის გარემოცვას არსებული გამოწვევა დაანახა, რაც მათ მარტისთვის სტრატეგიის შეცვლისკენ უბიძგებს. მოსკოვის კარნეგის ცენტრის პოლიტიკური ანალიტიკოსის, მარია ლიპმანის მტკიცებით, მომავალი არჩევნები 2004 წლის კენჭისყრისგან სრულიად განსხვავებული იქნება. მისივე თქმით, პუტინის მმართველობის შეცვლა ვერ მოხერხდება და საკანონმდებლო ორგანოსაც კვლავაც მისი პარტია გააკონტროლებს, თუმცა თამაშის წესების გადახედვა მოუწევს.
საპროტესტო აქციები დაეტყო რუსეთის ფინანსურ ბაზარს – საერთაშორისო მედია უცხოური ინვესტიციების შესაძლო გადინებაზე ალაპარაკდა. თუმცა, ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ ჯერ რუსეთში უცხოური ბიზნესის მასობრივ გაყიდვაზე საუბარი ადრეა.
არჩევნების მეორე დღეს პუტინი მედიის წინაშე ახალი ინიციატივით წარდგა. საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა, რომ საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ მთავრობის გადახალისება იგეგმება, შეიცვლებიან გუბერნატორებიც, განსაკუთრებით იმ რეგიონებში, სადაც მმართველ პარტიას არადამაჯერებელი მხარდაჭერა ჰქონდა. ეს ქმედება ბევრმა მმართველი ელიტის მიერ საკუთარი პოზიციების
ზოგიერთმა, მათ შორის Washington Post-ის რედაქციამ, საზოგადოებას ისიც შეახსენა, რომ სავსებით მოსალოდნელია პუტინმა ამომრჩევლის ყურადღება შიდა პრობლემებიდან “საგარეო საფრთხეებზე”, მაგალითად, საქართველოზე გადაიტანოს და ამ გზით სცადოს ფონს გასვლა.
ამ ეტაპზე პუტინი ცდილობს, იხტიბარი არ გაიტეხოს და არჩევნების შედეგებს იცავს. ის ტრადიციას არ ღალატობს და პოლიტიკურ მღელვარებას გარე ძალებს, უფრო ზუსტად – ჰილარი კლინტონს და ამერიკის შეერთებულ შტატებს აბრალებს.