კონცერტი

კამერული მუსიკის საღამო კონსერვატორიაში

დეკემბერს, 19:00 საათზე, კონსერვატორიის მცირე დარბაზში კამერული მუსიკის საღამო გაიმართება, სადაც ბაროკოს ეპოქის და მეოცე საუკუნის ფრანგული მუსიკა შესრულდება.

მსმენელის წინაშე როგორც ვოკალისტის, ასევე პიანისტის ამპლუაში სალომე ჯიქია წარსდგება.

საღამოზე შესრულდება მესიანის ვოკალური ციკლიდან რამდენიმე ნომერი, ვოკალურ ნომრებთან ერთად აჟღერდება კლოდ დებიუსის საფორტეპიანო დუეტები.

კონცერტი ორგანყოფილებიანია, პირველ განყოფილებაში შესრულდება ალესანდრო სკარლატი-კანტატას „ტიბროსის ბაპირებთან“, ჯუზეპე ვერდის, ამალიას არია ოპერიდან „ყაჩაღები“, ჯიზელდას არია ოპერიდან „ლომბარდიელები“.

მეორე განყოფილებაში მსმენელს მიეცემა საშუალება მოისმინოს კლოდ დებიუსის „ლონდაჰარა“, „თეთრებზე და შავებზე“, ოლივიე მესიანის ვოკალური ციკლი „Harawii” სამი სიმღერა I პირუჩას სიყვარული, II პლანეტების რეპეტიცია, III კიბე იღიმის მზის სახებით.

კონცერტში მონაწილეობენ: სალომე ჯიქია, პაატა ბერიძე, სოფო ჩოხელი, ნუნუ ჭელიძე, ია დავითაშვილი, სოფო ჭეჭელაშვილი, კოტე ჩავლეიშვილი, გიორგი ჯორჯაძე.

 

კომენტარები