რუსეთი და დასავლეთი

ლავროვმა ეუთო და კლინტონი გააკრიტიკა

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა ეუთო გააკრიტიკა  და  მას ”არაეფექტური”  ასევე ” პოლიტიზირებული”  უწოდა. ვილნიუსში, ეუთოს მინისტერიალზე  ლავროვმა განაცხადა, რომ  ეუთო ”მოძველდა” და   ”კრიტიკულ” მდგომარეობაშია , დასავლეთის ქვეყნებს კი   არ სურთ  ამ სიტუაციის შეცვლა.  რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა  ასევე  თქვა : ”ჩვენ სერიოზულად გვაშფოთებს გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების შეგნებულად,   არასამართლებრივი მიზნებისთვის გამოყენება და  შიდასახელმწიფოებრივ კონფლიქტებში ჩარევის მცდელობები, კონფლიქტის   ერთ-ერთი მხარის  სასარგებლოდ, მათ შორის ძალის გამოყენებით”. 

ლავროვი ვალში არც  აშშ-ს  სახელმწიფო მდივანს დარჩენია, რომელმაც  ვილნიუსიდან გააკრიტიკა რუსეთში ჩატარებული არჩევნები და თქვა,  რომ ეს არჩევნები ”არ იყო თავისუფალი  , არც  სამართლიანი”.  რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა აღნიშნა: ”როგორც ჩანს  ქალბატონი კლინტონი ლიტვაში ჩამობრძანდა იმისთვის, რომ  ამერიკელების წინაშე თავი მოეწონებინა.”

კომენტარები