რუსეთი და დასავლეთი

რუსეთის პრეზიდენტი დასავლეთს შეთქმულებაში ადანაშაულებს

Reuters

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა დასავლეთი რუსეთის წინააღმდეგ შეთქმულებაში დაადანაშაულა. უშიშროების ფედერალურ სამსახურის კოლეგიის სხდომაზე პუტინმა თქვა, რომ NATO რუსეთის გარშემო საკუთარ ინფრასტრუქტურას აძლიერებს და ბირთვულ პარიტეტს არღვევს. დასავლური სპეცსამსახურები კი ქვეყნის შიგნით დესტაბილიზაციას გეგმავენ. თუმცა, მისი თქმით, რუსეთს ვერავინ შეაშინებს და დათმობას არავისთვის აპირებს.

"არ წყდება დასავლური სპეცსამსახურების წარმომადგენლების მცდელობები, თავის სასარგებლოდ გამოიყენონ საზოგადოებრივი და არასამთავრობო ორგანიზაციები და პოლიტიზებული გაერთიანებები. პირველ რიგში, ხელისუფლების დისკრედიტაციისთვის და რუსეთში შიდა სიტუაციის დესტაბილიზაციისთვის. თანაც, იგეგმება აქციები უკვე 2016-2018 წლების საარჩევნო კამპანიებისათვის. აქამდეც მითქვამს და ახლაც ვიმეორებ, მზად ვართ დიალოგისთვის ოპოზიციასთან, გავაგრძელებ პარტნიორულ ურთიერთობას სამოქალაქო საზოგადოებასთან, მაგრამ აზრი არ აქვს დისკუსიას მათთან, ვინც გარედან შეკვეთაზე, უცხო ქვეყნის ინტერესებზე მუშაობს", - თქვა პუტინმა.

კომენტარები