რუსეთი და დასავლეთი

დენის კორბოი, უილიამ კორტნი და კენეთ იალოვიცი პუტინის რუსეთთან დასავლეთის ახალი სტრატეგიის შესახებ

დენის კორბოი ( ლონდონის ”კინგს კოლეჯის” კავკასიის პოლიტიკის ინსტიტუტის დირექტორი,  წარსულში ევროკავშირის ელჩი საქართველოში) უილიამ კორტნი ( აშშ-ს ყოფილი ელჩი ყაზახეთსა და საქართველოში)  და კენეთ იალოვიცი  ( ”დიკის საერთაშორისო ურთიერთობათა ცენტრის” ხელმძღვანელი დარტმუთის კოლეჯში , აშშ-ს  ყოფილი ელჩი ბელარუსიასა და საქართველოში)   მიიჩნევენ, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და ევროპამ უნდა  შეიმუშავოს  ახალი   სტრატეგია პუტინის რუსეთთან  ურთიერთობისთვის, ისე რომ  არ დაზარალდეს პრინციპული საკითხები.

 ყოფილმა ელჩებმა გამოაქვეყნეს ერთობლივი წერილი სათაურით : ” აშშ-ს და ევროპის სტრატეგია პუტინის რუსეთთან მიმართებაში” .  დენის კორბოი, კენეთ იალოვიცი და უილიამ კორტნი მასში აღნიშნავენ  , რომ  რუსეთის პრეზიდენტის პოსტზე პუტინის დაბრუნება  ქმნის  სერიოზულ პრობლემებს   დასავლეთსა და რუსეთს შორის თითქოსდა  გამოსწორებულ ურთიერთობებში. ( იგულისხმება  რუსეთის საქართველოზე თავდასხმის შემდეგ  ”გადატვირთვის” პოლიტიკის ფარგლებში წარმოებული  ურთიერთობები ).  სტატიის ავტორებს მოჰყავთ ჩამონათვალი  როგორ პოზიციას იკავებდა და იკავებს  რუსეთი იმ  საერთაშორისო გამოწვევების პირისპირ, რომელთა გადაჭრასაც დასავლეთი ცდილობდა და ცდილობს. როგორ ეწინააღმდეგებოდა და  ეწინააღმდეგება ის  ამა თუ იმ რეჟიმისთვის საერთაშორისო სანქციების შემოღებას და შემდეგ ყურადღებას ამახვილებენ მეზობლებისადმი რუსეთის   შემაშფოთებელ დამოკიდებულებაზე. კერძოდ  იმაზე,  როგორ   აძლიერებს რუსეთი  სამხედრო წარმომადგენლობას საქართველოს ოკუპირებულ  რეგიონებში  , რა მეთოდებით ცდილობს ის  უკრაინაზე  გავლენის აღდგენას  .  ყოფილი   ელჩების  აზრით   ყველაფერი ( ევრაზიული კავშირის შექმნის იდეის ჩათვლით,)   აშიშვლებს რუსეთის   მისწრაფებებს, მაგრამ  პრობლემების დაძლევა   რუსეთის  კონსტრუქციულ დიალოგზე წამოყვანით უნდა მოხერხდეს .   ”რუსეთისა და ამერიკის შეერთებული შტატების ორმხრივმა კომისიამ ვერ გაამართლა. საჭიროა შეიქმნას სამმხრივი  სტრუქტურა ( აშშ-ევროპა-რუსეთი).   დღევანდელ მსოფლიოში  რუსეთი და აშშ აღარ არიან მთავარი მოთამაშეები ,  გასათვალისწინებელია ევროპის ძალა.  ევროპამ და შეერთებულმა შტატებმა  ერთობლივად  უნდა სცადონ   მიაღწიონ შედეგებს პუტინის რუსეთთან ურთიერთობაში, ოღონდ  ისე, რომ რუსეთის მეზობელი სახელმწიფოების უსაფრთხოება იყოს დაცული.”- აღნიშნავენ  ყოფილი ელჩები.   ისინი  ხაზს უსვავენ,  რომ დასავლეთს და რუსეთს აქვთ საერთო სასიცოცხლო  ინტერესები.  ევროპის ბაზარი არის უმნიშვნელოვანი რუსეთისთვის,  პუტინის რუსეთს სულ უფრო სჭირდება ევროპული ინვესტიციები , ეს ყველაფერი  ქმნის პერსპექტივას  რუსეთთან   დიალოგის   განვითარების, თუმცა მნიშვნელოვანია  ევროპამ  და აშშ-მ  ერთ ხმაში  ილაპარაკონ  დარღვევზე, რომლებსაც რუსეთი სჩადის . 

 დენის კორბოიმ, კენეთ იალოვიცმა და უილიამ  კორტნიმ 2009 წლის გაზაფხულზე   მოუწოდეს დასავლეთს გაეტარებინა სასწრაფო დიპლომატიური ზომები საქართველოს მიმართ რუსეთის ომის  შემდგომი აგრესიული  გეგმების გასანეიტრალებლად. ყოფილმა  ელჩებმა  მაშინ მიმართეს  აშშ-ს   მიენიშნებინა რუსეთისთვის, რომ საქართველოს დაპყრობისკენ გადადგმული ნაბიჯები  (სააკაშვილის ჩამოგდების ჩათვლით)  შეუძლებელს გახდიდა ურთიერთობების შემდგომ გადატვირთვას. ამასთან, ყოფილმა ელჩებმა  მაშინაც  დაუჭირეს მხარი   მოსკოვისთვის  დიალოგის ისეთი ახალი  ფორმატების შეთავაზების იდეას, სადაც შეიძლება გამოკვეთილიყო  ორმხრივი ინტერესები და თავიდან აცილებულიყო  პოტენციური უთანხმოებები.

 

 

 

 

 



კომენტარები