გადასახადები

სიახლე ფიზიკურ პირებზე ორიენტირებული მცირე მეწარმებისთვის

უახლოეს მომავალში მცირე მეწარმეებს დაბეგვრის ალტერნატიულ ფორმაზე გადასვლის შესაძლებლობა ექნებათ. შემოსავლების სამსახურის უფროსის ჯაბა ებანოიძის განმარტებით, საუბარია ფიქსირებულ გადასახადზე, რომელიც საშემოსავლო გადასახადს ჩაანაცვლებს.  ფიქსირებული გადასახადის ორი მოდელი ამოქმედდება: პირველი მოდელით ისარგებლებენ ის მცირე მეწარმეები, რომლებიც ორიენტირებულნი არიან ფიზიკური პირების მომსახურებაზე. იმ შემთხვევაში თუ მეწარმე გადასახადის ამ ფორმას აირჩევს მათ მოეხსნებათ სალარო აპარატის გამოყენების აუცილებლობა, საბუღალტრო დოკუმენტაციის წარმოების ვალდებულება. მეწარმეს აღარ მოუწევთ ბუღალტრის დაქირავება.  ამ მოდელით სარგებლობას შეძლებენ ისეთი საწარმოები როგორებიცაა: მცირე საპარიკმახერო, ავტომობილების მცირე სახელოსნო, მცირე პურის საცხობი.  ალტერნატიული გადასახადის მეორე მოდელით ისარგებლებენ ის მცირე მეწარმეები, რომლებიც ეწევიან ვაჭრობას და მათი მომხმარებლები არიან , ასევე ფიზიკური პირები. ასეთი კატეგორიის მეწარმეებისთვის შეთავაზებული იქნება ფიქსირებული გადასახადი ბრუნვის 3%-ის ოდენობით. პირველი მოდელით მოსარგებლე ბიზნესისგან განსხვავებით, მათ ექნებათ სალარო აპარატის გამოყენების ვალდებულება, რადგან 3%-იანი გადასახადის დაანგარიშება მოხდება სალარო აპარატით დაფიქსირებული შემოსავლიდან.

ორივე კატეგორიის მეწარმეები ისარგებლებენ შეღავათით, რომლის მიხედვით, გაუქმდება 100 000 ლარიანი ზღვარი დღგ-ს გადამხდელად აღრიცხვისათვის. მეწარმეს შეეძლება, რომ  იმ შემთხვევაშიც კი ,თუ მისმა შემოსავალმა წელიწადში გადააჭარბა 100 000-იან ზღვარს, გააგრძელოს ფიქსირებული გადასახადის გადახდა და არ გახდეს დღგ-ს გადამხდელი.

ფიქსირებულ გადასახადთან დაკავშირებული ცვლილებათა პაკეტი, რომელიც საგადასახადო კოდექსში უნდა შევიდეს.  

კომენტარები