გადასახადები

ოცნების დეპუტატი: საშემოსავლო გადასახადის პროგრესული სკალა გვჭირდება

მე ვთლი, რომ კონსტიტუციით ძალიან ცუდად ვართ შეზღუდულები, თორემ მე პროგრესულ სკალას ვემხრობი, ეს შკალა უნდა არსებობდეს ქვეყანაში - გარკვეული ხელფასის ზემოთ უნდა იზრდებოდეს საშემოსავლო გადასახადიც. საბანკო სფეროში არის ძალიან მაღალი ხელფასები, მათ ტოპ მენეჯმენტს აქვს მაღალი ანაზღაურებები და ამიტომ ის საშემოსავლო გადასახადის დონე, რომელსაც 1000 და 800-ლარიანი შემოსავლის ადამიანი იხდის და რამოდენიმე მილიონი ლარი რომ აქვს ადამიანს ხელფასი, მასაც ერთი და იგივე არ უნდა ჰქონდეს. ეს უსამართლობაა

ტელეკომპანია იბერიას ეთერში ამბობს ქართული ოცნების დეპუტატი დავით ჭიჭინაძე. საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, მთავრობას არ შეუძლია გადასახადების დონის გაზრდა ქვეყანაში რეფერენდუმის ჩატარების გარეშე.

კომენტარები