აშშ-ს საგარეო პოლიტიკა

კლინტონმა საქართველოს და რუსეთს დიალოგისკენ მოუწოდა

აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა ეუთოს მინისტერიალზე რუსეთს და საქართველოს კონფლიქტის დიალოგის გზით გადაჭრისკენ მოუწოდა.

” ჩვენ მივესალმებით სამუშაოებს, რომელიც ტარდება ჟენევაში ინციდენტებისა და მათზე რეაგირების მექანიზმების ფარგლებში. ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას, ხელს ვუწყობთ პროცესს ჟენევაში იმისთვის, რომ რუსეთსა და საქართველოს შორის კონფლიქტი პირდაპირი დიალოგის გზით გადაიჭრას და ჩვენ გვსურს სრული გამჭირვალობა ოკუპირებული რეგიონების მილიტარიზაციის პროცესთან დაკავშირებით. ასევე მხარს ვუჭერთ ადგილზე საერთაშორისო მონიტორების ყოფნას”- განაცხადა კლინტონმა.

 

კომენტარები