საპატიმროები

სახალხო დამცველმა რეაგირებისთვის მთავარ პროკურორს მიმართა

საქართველოს სახალხო დამცველმა საქართველოს მთავარ პროკურატურას რეაგირებისთვის გადაუგზავნა მსჯავრდებულ კახაბერ ბარათაშვილის ახსნა–განმარტება და ასევე მოითხოვა უზრუნველყონ მსჯავრდებულისთვის სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის ჩატარება.  სახალხო დამცველის განცხადებით,  29 ნოემბერს მას მიმართა ამჟამად მე-18-ე სამკურნალო დაწესებულებაში მოთავსებული მსჯავრდებულის კახაბერ ბარათაშვილის ადვოკატმა. განმცხადებელი აღნიშნავდა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფმა შეხვედრისას მოუყვა მის მიმართ მე-18-ე დაწესებულების ადმინისტრაციის თანამშრომლების მხრიდან სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფის შესახებ.  1 დეკემბერს მსჯავრდებულს სახალხო დამცველის რწმუნებულებიც შეხვდნენ.  ბარათაშვილმა მათაც დაუდასტურა, რომ   ადმინისტრაციის თანამშრომლებმა  სცემეს.  მსჯავრდებულმა აღნიშნა, რომ სამკურნალო დაწესებულებაში გაუსაძლისი ტკივილის გამო კონტროლიორს ექიმის მოყვანა სთხოვა , თუმცა უშედეგოდ, რის გამოც  იძულებული გახდა კარზე დაებრახუნებინა.  მსჯავრდებულმა სახალხო დამცველის  რწმუნებულებს  უთხრა, რომ ამის  შემდეგაც მასთან შევიდნენ დაწესებულების თანამშრომლები და სცემეს.   მსჯავრდებულის თქმით, მოგვიანებით, კვლავ ჰქონდა აუტანელი ტკივილები, ასევე თავს გრძნობდა შეურაცხყოფილად, მიხოხდა კარებთან და დაიწყო  კარზე ბრახუნი, რის  გამოც ადმინისტრაციის წარმომადგენლები  ფიზიკურად კიდევ ერთხელ გაუსწორდნენ. 

 

კომენტარები