შოუბიზნესი

ქანიე ვესტი გრემის პრეტენდენტთა ლიდერია

ქანიე უესტი გრემის პრეტენდენტთა სიის ლიდერია, რეპერი შვიდ ნომინაციაზეა წარდგენილი, მათ შორის საუკეთესო ალბომით „My Beautiful Dark Twisted Fantasy“.

 

ბრიტანელი შემსრულებელი ადელი, რომლის ალბომი „21“ 2011 წლის ყველაზე გაყიდვად ალბომად დასახელდა, ექვს ნომინაციაზე წარადგინეს, ასევე ექვს ნომინაციაზეა წარდგენილი ბრუნო მარსი.

ოსკარის ნომინანტი, მსახიობი ტომ კრუზი სამშაბათს, 1 დეკემბერს იაპონიას ეწვია, სადაც „შეუსრულებელი მისიის“ მეოთხე სერია წარუდგინა მაყურებლებს. ფილმის მსოფლიო პრემიერა მომავალ კვირას შედგება.

კრუზის ასობით თაყვანისმცემელმა, სიცივის მიუხედავად წითელ ხალიჩაზე რამდენიმე საათი გაატარა, რათა თვალი მოეკრათ საყვარელი მსახიობისთვის.

 

რობერტ პატინსონის ცვილის ფიგურა დადგეს შანხაიში, მადამ ტუსოს მუზეუმში, ინგლისელი მსახიობის ცვილის ფიგურა უკვე არის მადამ ტუსოს ლონდონის და ნიუ-იორკის მუზეუმებში.

პირველი კომიქსის ეგზემპლარი, რომელითაც საზოგადოებამ პირველად გაიცნო სუპერმენი, ონლაინ აუქციონზე გაიყიდა, კომიქსი $2.16 მილიონად შეიძინეს.

თავდაპირველად, როდესაც ზემოთ ხსენებული კომიქსი გამოიცა, 1938 წელს, მისი ფასი 10 ცენტი იყო.

 

კომენტარები