Summit Entertainment-ის განცხადებით ბინდის მეოთხე სერიის, პირველმა ნაწილმა „The Twilight Saga: Breaking Down – Part 1“, 12 დღის მანძილზე $508 მილიონი მოგება ნახა მსოფლიო კინოგაქირავების მასშტაბით.
ფილმმა ვერ შეძლო ჰარი პოტერის რეკორდის მოხსნა, „Harry Potter and the Deathly Hallows — Part 2” 6 დღეში გახდა იგივე მოგების მფლობელი.
ბინდის პრემიერა ამერიკის კინოთეატრებში 18 ნოემბერს შედგა, საქართველოში კი 24 ნოემბერს გამოვიდა.
ფილმის პირველმა სერიამ $392.6 მილიონის მოგება ნახა, მეორე ნაწილმა “New Moon” კი $709.8 მილიონს მიაღწია, გასულ წელს გამოსულმა მესამე სერიამ „Eclipse” $698.5 მილიონი შეადგინა.
Summit Entertainment-ის წარმომადგენლების ვარაუდით დასკვნითი სერიის პირველი ნაწილის მოგება $700 მილიონს მიაღწევს.
„The Twilight Saga: Breaking Down – Part 2“, პრემიერა 2012 წლის ნოემბერში შედგება.





