კონსერვატორიის დიდ საკონცერტო დარბაზში, 3 ნოემბერს 19:00 საათზე თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის სიმფონიური ორკესტრი კონცერტს გამართავს.
თეატრის ორკესტრთან პირველად დაუკრავს ახალგაზრდა პიანისტი თათია შარანგია-შევარდნაძე, რომელიც რობერტ შუმანის კონცერტს ფორტეპიანოსა და სიმფონიური ორკესტრისთვის a moll, op.54. შეასრულებს.
კონცერტზე ასევე აჟღერდება ფრანც შუბერტის მუსიკა - უვერტიურა „იტალიურ სტილში“ და „დაუმთავრებელ“ სიმფონია.
საღამოს წარუძღვება თეატრის მუსიკალური ხელმძღვანელი, დირიჟორი - ჟანლუკა მარჩიანო.
კონცერტი




