ანდერს ბრეივიკი

ფსიქიატრიულმა ექსპერტიზამ ბრეივიკი შეურაცხადად სცნო

ფსიქიატრიულმა ექსპერტიზამ ანდერს ბრეივიკი შეურაცხადად სცნო. ფსიქიატრთა დასკვნაში ნათქვანია, რომ ბრეივიკი „თავისი მანიაკალური წარმოსახვიის სამყაროში ცხოვრობს“, რაც მის ქცევას განსაზღვრავს. თავად ბრეივიკი დაკავებისას ირწმუნებოდა, რომ მკვლელობა გარდაუვალი იყო, რათა ნორვეგია და ევროპა ლიბერალიზმისა და მულტიკულტურალიზმისაგან დაეცვა.

22 ივლისს 32 წლის ტერორისტმა, ანდერს ბრეივიკმა ნორვეგიის დედაქალაქ ოსლოში ტერაქტი მოაწყო, შემდეგ კი კუნძულ იუტოიაზე ახალგაზრდულ ბანაკს დაესხა თავს. ტერორისტი საათნახევრის განმავლობაში ისროდა და 76 ადამიანი მოკლა, მათ შორის ქართველი სტუდენტი თამთა ლიპარტელიანი.

ნორვეგიის პროკურატურის წარმომადგენლის ცნობით, ფსიქიატრთა დასკვნის თანახმად, ბრეივიკი ციხის ნაცვლად ფსიქიატრიულ კლინიკაში წავა სამკურნალოდ

კომენტარები