კინო

ბრიტანელი რეჟისორი კენ რასელი 84 წლის ასაკში გარდაიცვალა

ბრიტანელი რეჟისორი, 84 წლის კენ რასელი, გუშინ 27 ნოემბერს საავადმყოფოში გარდაიცვალა. განცხადება რეჟისორის გარდაცვალებასთან დაკავშირებით მისმა შვილმა დღეს გააკეთა.
სიკვდილის გამომწვევი მიზეზი ინსულტის განმეორება იყო.

კენ რასელმა სახელი გაითქვა როგორც დოგმების წინააღმდეგ მიმართულმა რეჟისორმა. მისი ფილმები ყოველთვის შეზავებული იყო მუსიკით, სექსით და ძალადობით.

კენ რასელის ფილმები ხშირად ხვდებოდა კრიტიკის ქარცეცხლში, მაგრამ რეჟისორის ხედვამ უდიდესი წარმატება მოუტანა მის ნამუშევრებს.  

რასელის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ნამუშევარი 1969 წელს გადაღებული „Women in Love” არის, ფილმი ოსკარის ოთხ ნომინაციაზე იყო წარდგენილი.

კერ რასელის ფილმებში განსაკუთრებული ადგილი მუსიკას აქვს დაკავებული და ეს ყველა მის ფილმში იგრძნობა.

რეჟისორის ასევე გამორჩეული ნამუშევარია „The Music Lovers”, რომელიც მან 1970 წელს გადაიღო ჩაიკოვსკიზე და 1975 წელს გადაღებული „Lisztomania“.

კომენტარები