შოუბიზნესი

საზოგადოება ანჯელინა ჯოლის სიგამხდრეზე ალაპარაკდა

ჰოლივუდი ანჯელინა ჯოლის სიგამხდრეზე ალაპარაკდა.  36 წლის ვარსკვლავის სიგამხდრეს საზოგადოების ერთი ნაწილი გასახდომ წამლებს აბრალებს, ხოლო მეორე - მსახიობის დედის გარდაცვალებას, რამაც წარუშლელი კვალი დატოვა მასზე.

ანჯელინა ჯოლი ამჟამად 44 კილოგრამს იწონის, მისი სიმაღლე კი 1.73 სანტიმეტრია. ნოემბერში კეთილი ნების ელჩი ვიეტნამს სტუმრობდა, ფოტოებში, რომელიც ვიეტნამში არის გადაღებული, მკაფიოდ ჩანს მსახიობის  გადაჭარბებული სიგამხდრე.

მარშელინ ბერნარდი, ანჯელინა ჯოლის დედა, 2007 წელს გარდაიცალა, დედის გარდაცვალებამ მსახიობის ხანგრძლივი დეპრესია გამოიწვია, რაც ჯოლის ჯანმრთელობაზეც აისახა.  გასულ კვირას ჯოლიმ ინტერვიუ მისცა „60 წუთს“ სადაც ის დედაზეც საუბრობდა. „დედაჩემი ყველაფერს საკუთარი შვილებისთვის აკეთებდა, მას არ ჰქონდა საკუთარი კარიერა კარგად აწყობილი და არც საკუთარი ცხოვრება დალაგებული, მისი ერთადერთი საზრუნავი შვილები იყო. ვერასდროს ვიქნები ისეთი დედა ჩემი შვილებისთვის როგორიც დედაჩემი ჩემთვის, ის ნამდვილად ჩემზე უკეთესი იყო“.
ინტერვიუს დროს ანჯელინა ჯოლის ცრემლებიც მოადგა, მან ინტერვიუში განაცხადა, რომ დედამისზე საუბარი მისთვის მტკივნეულია.

36 წლის მსახიობს 6 შვილი ჰყავს. შვილად აყვანილი 10 წლის მედოქსი, 8 წლის პაქსი, 6 წლის ზაჰარა, ასევე ბიოლოგიური შვილები მსახიობ ბრედ პიტითან, 5 წლის შილო და 3 წლის ტყუპები ნოქსი და ვივიენი. ოსკაროსანი მსახიობი წელს საზოგადოებას რეჟისორადაც მოევლინება, მისი პირველი ნამუშევარი In the Land of Blood and Honey” კინოთეატრებში 23 დეკემბრიდან გამოვა.

კომენტარები