თბილისის მერიის ორგანიზებით 9-11 დეკემბერს თბილისის შოპინგ ფესტივალი გაიმართება. ფესტივალის ფარგლებში მომხმარებლებს საშუალება ექნებათ 500-მდე კომპანიასა და სავაჭრო ობიექტებში სპეციალურად ფესტივალისათვის დაწესებული ფასდაკლებებითა და სხვადასხვა სახის აქციებით ისარგებლონ. ძირითადი შოპინგ ქუჩები რუსთაველის, გამსახურდიას, ყაზბეგის, ჭავჭავაძის და ვაჟა-ფშაველას გამზირები იქნება.
ფესტივალში მონაწილეობისთვის მსურველმა კომპანიებმა და მაღაზიებმა თბილისის მერიის ვებ-გვერდზე 4 დეკემბრამდე უნდა გაიარონ რეგისტრაცია. თბილისის შოპინგ ფესტივალის პარტნიორები უკვე არიან სავაჭრო ცენტრები: მეგალაინი, პიქსელი, აქსისი, ჯი–თი–სი, პასაჟი, თბილისის ცენტრალი, კიდობანი, ქარვასლა, ლილო მოლი.




