ეგვიპტის სამხედრო ლიდერებმა მოიბოდიშეს მსხვერპლის გამო, რაც დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის შეტაკებებს მოჰყვა. კაიროში საპროტესტო გამოსვლები მთელი კვირაა გრძელდება. აქციის მონაწილეები მოითხოვენ დროებითი სამხედრო მთავრობის გადადგომას, რადგან შიშობენ , რომ დროებითი მმართველები არჩევნების შემდეგაც დარჩებიან ხელისუფლებაში. დღეს გავრცელებულ განცხადებაში ეგვიპტის სამხედრო ლიდერები დებენ პირობას, რომ დასჯიან დამნაშავეებს, რომლებმაც დემონსტრანტები შეიწირეს. უკანასკნელ დღეებში კაიროში შეტაკებებმა 35 ადამიანის იმსხვერპლა. დემონსტრანტებს არ სჯერათ, რომ დროებითი სამხედრო მთავრობა ხელს შეუწყობს ქვეყნის სამოქალაქო მმართველობაზე გადაყვანას. ეგვიპტის სამხედრო საბჭოს წარმომადგენელმა დღეს განაცხადა, რომ პარლამენტის არჩევნები დათქმულ ვადებში, მომავალ კვირაში გაიმართება. მან თქვა, რომ არჩევნების გადადება არ მოხდება. კაიროს ცენტრში წუხელ ღამემ მშვიდად ჩაიარა, თუმცა გამოსვლები გრძელდება, ტაჰრირის მოედანზე შეკრებილები მოითხოვენ დაუყოვნებლივ გადადგეს სამხედრო ხელმძღვანელობა.
tbl.ge/18cp
დაკოპირდა
ამავე თემაზე
- აღმოაჩინეს თუ არა პირამიდების ქვეშ სვეტები და ქალაქი?
- ეგვიპტეში ზვიგენის თავდასხმას 1 ტურისტი ემსხვერპლა, 1 დაშავდა
- 20 წლიანი მშენებლობის შემდეგ ეგვიპტეში გიზას მუზეუმი სატესტო რეჟიმში გაიხსნა
- ეგვიპტეში უძველესი, ხელუხლებელი სამარხები და განძი აღმოაჩინეს
- ევროკავშირი ეგვიპტეს €7.4 მილიარდიანი ფინანსური პაკეტით დაეხმარება




