იულია ტიმოშენკო

იულია ტიმოშენკოს სამედიცინო შემოწმება ჩაუტარდა

უკრაინის ექს პრემიერ-მინისტრი, ამჟამად პატიმრობაში მყოფი  იულია ტიმოშენკო ოთხშაბათს ციხიდან კიევის ერთ-ერთ კლინიკაში გადაიყვანეს და სამედიცინო შემოწმება ჩაუტარეს. ექიმებმა დაასკვნეს, რომ ტიმოშენკოს არ აღენიშნება სიცოცხლისთვის საშიში ჩივილები, რის შემდეგაც ის უკან, ციხეში დააბრუნეს.

ბოლო პერიოდში გავრცელდა ცნობა  იულია ტიმოშენკოს ჯანმრთელობის მდგომარეობის  გაუარესების შესახებ. ყოფილი პრემიერ-მინისტრი ციხეში მოინახულა უკრაინის სახალხო დამცველმაც, მან განაცხადა, რომ შოკირებული დარჩა პატიმრის მდგომარეობით, რომ ტიმოშენკოს საწოლიდან წამოდგომა უჭირდა. ამის შემდეგ უკრაინის პრეზიდენტმა დადო პირობა, რომ პატიმარს  სამედიცინო გამოკვლევა ციხის გარეთ ჩაუტარდებოდა. 

კომენტარები