იულია ტიმოშენკო

იულია ტიმოშენკო თანამოქალაქეებს ბრძოლის გაგრძელებისკენ მოუწოდებს

theguardian.com

უკრაინის ყოფილი პრემიერმინისტრი იულია ტიმოშენკო უკრაინის ევროპული მომავალის შანსებს დაკარგულად არ მიიჩნევს და თანამოქალაქეებს ბრძოლის გაგრძელებისკენ მოუწოდებს, - ამის შესახებ მისმა ქალიშვილმა ევგენია ტიმოშენკომ ისაუბრა.

"დედა მიიჩნევს, რომ ეს დასასრული არ არის. ის უკრაინის მოქალაქეებსა და ოპოზიციას მოუწოდებს, გააგრძელონ ბრძოლა ევროპული შანსისთვის, რომელიც ყოველდღე და ყოველ წუთს უნდა გამოვიყენოთ. თუ ხელისუფლებაზე ზეწოლა ძლიერი იქნება, მაშინ იანუკოვიჩი შეძლებს იმ პირობების შესრულებას, რომელიც ბრიუსელმა წაუყენა", - თქვა ევგენია ტიმოშენკომ.

კომენტარები