შოუბიზნესი

ლედი გაგამ საშობაოდ სავაჭრო ცენტრი გახსნა

ლედი გაგამ საშობაო მაღაზია გახსნა. მომღერალმა წითელი ლენტი „Barneys New York“-ში გაჭრა. გაგამ მთელი სართული საკუთარი ხაზით შექმნილ სამკაულებს, ტანსაცმელს და საკვებს დაუთმო.

გაგა ასევე დაესწრო ემის საეთაშორისო დაჯილდოების ცერემონიას, რომელზეც ბრიტანეთმა ხუთი ჯილდო დაიმსახურა. საღამოს კულმინაცია იყო გაგა, რომელმაც ნაიჯელ ლიტგო წარადგინა საპატიო ჯილდოზე.
ლიტგო ემიზე ექვსჯერ იყო ნომინირებული შოუსთვის „American Idol”.

უძრავი ქონების მაგნატი და რეალითი შოუს ვარსკვლავი დონალდ ტრამპი ვარაუდობს რომ რიგით მეოთხე წიგნი, რომელიც მან დაწერა და 5 დეკემბერს გამოვა 7 მილიარდი დოლარის მოგებას ნახავს. 

კომენტარები