შოუბიზნესი

სელენა გომეზის მდევარი გაათავისუფლეს

სელენა გომეზის მდევარი გაათავისუფლეს, მოსამართლის განცხადებით მამაკაცი, რომელიც გომეზს სიმშვიდეს ურღვევდა უბრალოდ მომღერლის შეშინება სურდა.
ონლაიდ ტაბლოიდის TMZ-ის განცხადებით მამაკაცი კვლავ დაკითხვაზეა, ვინაიდან მან ფსიქოლოგებს განუცხადა, რომ იგი ღმერთს ესაუბრა და გომესი უნდა მოეკლა.

აიშვარია რაის გოგო შეეძინა. ბოლივუდელი სუპერვარსკვლავი და მისი მსახიობი მეუღლე აბიშეკ ბაჩნანი ჭორებს რაის ორსულობის შესახებ დიდი ხნის მანძილზე უარყოფდნენ. საბოლოო განცხადება რომ მსახიობი ნამდვილად ელოდებოდა ბავშვს ივნისში გაკეთდა.
გოგონა მათი პირველი შვილია და ის მუმბაიში დაიბადა.

„Twilight“ ოს ლონდონურმა პრემიერამ სრული ქაოსი გამოიწვია, ბინდის ბოლო, მეოთხე სერიის პირველი ნაწილის პრემიერაზე ათასობით თაყვანისმცემელმა მოიყარა თავი.
ტეილორ ლოტნერი თაყვანისმცემლებთან ფოტოების გადაღებით იყო გართული, ხოლო რობერტ პატინსონი და კრისტენ სტუარტი მედიასთან ურთიერთობით იყვნენ დაკავებული.
„Twilight - Breaking Dawn - Part 1“ მსოფლიოს კინოთეატრებში დღეს, 18 ნოემბერს გამოდის.

კომენტარები