სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე მოსკოვში გაემგზავრა. ის მოსკოვში მონაწილეობას მიიღებს რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაურის 65 წლის იუბილისადმი მიძღვნილ ღონისძიებებში. ილია მეორემ აეროპორტში განაცხადა, რომ რუსეთის პატრიარქთან შეხვედრისას ორ ეკლესიას შორის ურთიერთობაზე ისაუბრებს. მისი თქმით, აპირებს განიხილოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის საკითხიც. საუბარი ასევე შეეხება მსოფლიო საეკლესიო კრებასაც. 23 ნოემბერს კი მოსკოვის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში წირვას აღავლენს.
tbl.ge/blq
დაკოპირდა
ამავე თემაზე
- დეკანოზი ანდრია: 13 აგვისტოს პატრიარქის აცრის შესახებ ინფორმაცია არ არის სიმართლე
- ჯაფარიძე ანჩისხატზე: ესეც წინასაარჩევნო გარიგებაა, ამჯერად ხატს ცვლიან ხმებში
- პატრიარქი ღარიბაშვილს ხელოვნების მუზეუმში დაცული ანჩისხატის გადაცემას სთხოვს
- ანდრია ჯაღმაიძე: ვიღაცებს ძალიან ეჩქარებათ, რომ პატრიარქის მდგომარეობა დამძიმდეს
- ილია II: ბოროტი ძალა ცდილობს, გამოსტაცოს ღმერთს ჩვენი ახალგაზრდობა




