პატრიარქი

ანდრია ჯაღმაიძე: ვიღაცებს ძალიან ეჩქარებათ, რომ პატრიარქის მდგომარეობა დამძიმდეს

სამწუხაროდ, ძალიან სამწუხაროდ, ვიღაცებს ძალიან ეჩქარებათ, რომ პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდეს. ამ ადამიანებს თავად ვუსურვებ ჯანმრთელობას და სირცხვილი არის, ვინც ასეთ რამეს ავრცელებს. სირცხვილია ასეთი საქციელი. 

არაერთხელ იყო პატრიარქის შესახებ დეზინფორმაცია გავრცელებული, რომ, აი, ახლა უნდა გადააყენონ, ახლა უნდა რაღაც შეუზღუდონ თავისუფლება

ამბობს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, ანდრია ჯაღმაიძე. დღეს, 25 მარტს პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებასთან დაკავშირებით ინფორმაცია გავრცელდა, თუმცა, ინფორმაცია ჯაღმაიძემ ტაბულასთან უარყო და მას ჭორი უწოდა.

კომენტარები