შოუბიზნესი

ბრედლი კუპერი ნომერ პირველ სექსუალურ მამაკაცად დაასახელეს

მარია იეიტერიმ, რომელიც ირწმუნებოდა, რომ შვილი მომღერალ ჯასტინ ბიბერისგან შეეძინა, უკან დაიხია და სასამართლოდან სარჩელი გამოიტანა.

20 წლის იეტერი ირწმუნება, რომ გასულ წელს ბიბერთან სექსუალური ურთიერთობა, მომღერლის კონცერტის შემდეგ ჰქონდა, როდესაც ბიბერი 16 წლის იყო, თავად კი 19-ის.

მომღერლი აცხადებს, რომ ,ის არც კი იცნობს იეიტერს და თანახმაა ჩაიტაროს ტესტი მამობაზე. საკუთარი სიმართლის დამტკიცების შემთხვევაში, ტყუილი ბრალდებისთვის ბიბერი იეიტერს სასამართლოში უჩივლებს.

ბრედლი კუპერი ჰოლივუდის ნომერ პირველ სექსუალურ მამაკაცად ჟურნალ „People Magazine's”- მა დაასახელა.

ჟურნალის წარმომადგენლების განცხადებით ეს ტიტული მხოლოდ კუპერის გარეგნობას არ დაუმსახურებია, 36 წლის მსახიობი ჯორჯთაუნის უნივერსიტეტის კურსდამთავრებულია, ასევე შეუძლია საჭმლის მომზადება, მოტოციკლეტის მართვა და თავისუფლად საუბრობს ფრანგულად.

მომღერალი ადელი თავს უკეთ გრძნობს, მას შემდეგ რაც ხმის იოგებზე ქირურგიული ჩარევა დასჭირდა.

ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემების გამო ადელს კონცერტების გაუქმება მოუხდა, მაგრამ როგორც საკუთარ ბლოგზე განაცხადა, ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა და ამჟამად თავს ძალიან ბედნიერად გრძნობს.

ოქროს გლობუსის დაჯილდოების ცერემონიის წამყვანი რიკი გერვასი იქნება. ცერემონია 2012 წლის 15 იანვარს გაიმართება.

კარლ სლოვერი გარდაიცვალა 93 წლის ასაკში. სლოვერი "The Wizard of Oz"-ში ერთ-ერთი კატის როლს ასრულებდა.

 

კომენტარები