ყაზახეთის პრეზიდენტმა ნურსულთან ნაზარბაევმა დაითხოვა პარლამეტის ქვედა პალატა და 15 იანვრისთვის ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნა მოითხოვა. ნაზარბაევმა ასეთი გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც 53 დეპუტატი პარლამენტის დათხოვნის მოწოდებით გამოვიდა და თქვა, რომ ახალ პარლამენტში ერთზე მეტი პარტია უნდა იყოს წარმოდგენილი. აქამდე ყაზახეთის პარლამენტში პარლამენტის ყველა მანდატს მმართველი პარტია ფლობდა, საარჩევნო კოდექსში შეტანილი ცვლილებების შედეგად, მომავალში არჩევნებში მეორე ადგილზე გასული პარტიაც შევა პარლამენტში, თუკი ვერ გადალახავს პარლამენტში მოსახვედრად საჭირო 7 პროცენტიან ზღვარს.
tbl.ge/okk
დაკოპირდა
ამავე თემაზე
- ყაზახეთი სახის დამფარავი ტანსაცმლის, მათ შორის ნიქაბის ტარებას ზღუდავს
- ალმათის ნახევარმარათონის ორი მონაწილე დაიღუპა
- ყაზახეთის მაღაროში მომხდარი აფეთქების შედეგად 7 მაღაროელი დაიღუპა
- ყაზახეთი BRICS-ში გაწევრიანებაზე უარს ამბობს
- ყაზახეთის მოსახლეობამ პირველი ატომური ელექტროსადგურის მშენებლობას მხარი დაუჭირა




