ბიძინა ივანიშვილის პრეს-სამსახური ავრცელებს ცნობას, რომ დღეს საღამოს, 6 საათზე, საპატრიარქოში მილიარდერი ბიზნესმენი საქართველოს კათალიკოს-პატრიარქს, ილია მეორეს შეხვდება. პატრიარქმა 13 ნოემბერს, სამების საკათედრო ტაძარში ქადაგებისას განაცხადა: ” ბიძინა ივანიშვილი რა უნდა იყოს საქართველოს მოქალაქე, რადგან ის ქართველია. მე მაწუხებს, რომ ასეთმა უბრალო საკითხმა გამოიწვია არასასურველი კამათი. დარწმუნებული ვარ, საქართველოს პრეზიდენტი გაითვალისწინებს ამას და მას საქართველოს მოქალაქეობას მიანიჭებს”. პრეზიდენტის ადმინისტრაცია კომენტარს არ აკეთებს პატრიარქის ამ განცხადებაზე.
tbl.ge/1qhx
დაკოპირდა
ამავე თემაზე
- ალასანია: ივანიშვილი ჩრდილიდან უნდა გამოვიდეს
- უსუფაშვილი: ივანიშვილს ვთხოვდი, თანამდებობა არ დაეტოვებინა
- წულუკიანს სურს, ივანიშვილი პოლიტიკიდან მდგომარეობის დალაგების შემდეგ წავიდეს
- ბიძინა ივანიშვილი ისრაელის ელჩს შეხვდა
- ბიძინა ივანიშვილი პრეზიდენტის პოსტზე ყველაზე კარგ კანდიდატად ვახტანგ ხმალაძეს მიიჩნევს




