კინო

ბორატი, დიკაპრიო და ტარანტინო

საშა ბარონ კოენი კვენტინ ტარანტინოს ახალ ფილმში ითამაშებს. ბორატის როლის შემსრულებელი ბრიტანელი კომიკოსი , ტარანტინოს მომავალ პროექტში, Django Unchained, გემბლერის როლს შეასრულებს.

 ფილმი მონობიდან განთავისუფლებულ შავკანიან მამაკაცზე(ჯეიმი ფოქსი) მოგვითხრობს, რომელიც სასტიკი პლანტატორისგან(ლეონარდო დიკაპრიო) თავისი ცოლის დასხნას ცდილობს.

 Django Unchained სპაგეტი ვესტერნისა და თრილერის ნაზავი იქნება. ფილმში დიკაპრიოს, ფოქსისა და ბარონ კოენის გარდა მაყურებელი  კრისტოფ ვალცს, ჯოზეფ გორდონ ლევიტს, სემუელ ელ ჯექსონსა და კურტ რასელს იხილავს.

 კვენტინ ტარანტინოს ნამუშევარი კინოთეატრებში 2012 წლის 25 დეკემბერს გამოვა.

კომენტარები