კინო

Oldboy კოლინ ფირტთან ერთად

სპაიკ ლიიმ თავის ახალ ნამუშევარში, Oldboy, მთავარი ანტაგონისტის როლი კოლინ ფირტს შესთავაზა. Oldboy ამავე სახელწოდების 2004 წლის სამხრეთ კორეული ფილმის რიმეიქია. ჩან ვუკ პარკის ნამუშევარმა თავის დროზე კანის კინოფესტივალზე ოქროს პალმის რტო მოიგო და თანამედროვე კორეული კინოს პოპულარიზაციაში უდიდესი წვლილი შეიტანა.

სპაიკ ლიი რიმეიქისთვის ძალიან ფრთხილად არჩევს მსახიობებს. ჯერ-ჯერობით მხოლოდ მთავარი როლის შემსრულებლის ვინაობაა ცნობილი. ჯოშ ბროლინი ერთადერთი მსახიობია რომელიც უკვე როლზე დაამტკიცეს.

ფილმის სიუჟეტი საშუალო ასაკის მამაკაცის ისტორიას მოგვითხრობს, რომელსაც ქალიშვილის დაბადების დღეზე მოიტაცებენ და 15 წელი, ყველანაირი ახსნა-განმარტების გარეშე, ერთ ოთახში ამყოფებენ. 15 წლის შემდეგ ოთახიდან უშვებენ. შურისძიების სურვილით შეპყრობილი მთავარი პერსონაჟი დამნაშავეების ძებნას იწყებს, თუმცა ნელ-ნელა აღმოაჩენს რომ მისი განთავისუფლება უმთავრესი გეგმის ნაწილია. კოლინ ფირტმა ჯოშ ბროლინის ”მწამებლის” როლი უნდა შეასრულოს.

 

კომენტარები