საქართველოს პარლამენტი

პარლამენტში ინიცირებულია ცვლილება დეპუტატთა რაოდენობის ზრდაზე

დღეს პარლამენტში საკონსტიტუციო ცვლილება იქნა ინიცირებული, რომელიც სადეპუტატო მანდატების 150-190-მდე გაზრდას გულისხმობს.  ცვლილების თანახმად, მომავალ პარლამენტში 107 დეპუტატი პარტიული სიით, ხოლო 83 მაჟორიტარული წესით უნდა აირჩიონ. აქამდე პარლამენტის 150 მანდატი თანაბრად ნაწილდებოდა პროპორციული და მაჟორიტარული წესით არჩეულ დეპუტატებს შორის.

პარლამენტმა კომისია უნდა ჩამოაყალიბოს, რომელიც ამ ინიციატივის ერთთვიან საჯარო განხილვას უზრუნველყოფს. ამის შემდეგ გაიმართება კენჭისყრა საკონსტიტუციო ცვლილებაზე.

დეპუტატთა რაოდენობის ზრდა მმართველ და რამდენიმე ოპოზიციურ პარტიას შორის საარჩევნო რეფორმაზე მოლაპარაკებების ერთ-ერთი შეთანხმებაა. დეპუტატთა რაოდენობის ზრდა უკვე ასახულია საარჩევნო კოდექსის პროექტში. კოდექსს ექსპერტიზას ამჟამად ვენეციის კომისია უწევს. 

კომენტარები