ოსკაროსანი რეჟისორის სტივენ სპილბერგი ”ტენ-ტენის” აშშ-ში გამოსვლის შემდეგ ახალ პროექტზე მუშაობას დაიწყებს. მისი მორიგი ფილმი ”რობოკალიფსი” იქნება.
ფილმის სინოფსისი დამაიმედებლად გამოიყურება - ახლო მომავალი. კაცობრიობა რობოტების გარემოცვაში ცხოვრობს, თუმცა უბედური შემთხვევა ადამიანთა რასას განადგურებით ემუქრება. ერთ-ერთი სამეცნიერო ექსპერიმენტის დროს ხელოვნური ინტელექტი სახელად ”არკოსი” იგრძნობს რა საფრთხეს განადგურდეს თავდაცვით მექანიზმს აამუშავებს. ის რობოტების, კომპიუტერების, მანქანების, ლიფტებისა და სხვა ელექტრო მოწყობილობების კონტროლს იწყებს. ”არკოსი” კაცობრიობის განადგურებას იწყებს. ადამიანების მცირე ნაწილი გადარჩება და სწორედ მათ ისტორიას მიეძღვნება სპილბერგის ფილმი.
2012 წლის მარტში მონრეალში დეკორაციების დამზადება და გადასაღები პავილიონების მომზადება დაიწყება. იმავე წლის სექტემბერში კი სტივენ სპილბერგი გადაღებების დაწყებას აპირებს. ჯერ-ჯერობით უცნობია ”რობოკალიფსის” გამოსვლის ზუსტი თარიღი.





