საქართველო NATO-ში

რასმუსენი: საქართველო მიუახლოვდა ნატოს

ბათუმში  ჩრდილო ატლანტიკური საბჭოს შეკრების შემდეგ, საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის და ნატოს  გენერალური მდივნის ანდერს ფოგ რასმუსენის ერთობლივი ბრიფინგი გაიმართა.  ბრიფინგი საქართველოს პრეზიდენტმა   ნატოს  გენერალურ მდივანთან გასაუბრებით გახსნა, როცა  უთხრა, რომ   მისმა წინამორბედმა     ნატოს ჰალსტუხი უსახსოვრა და ჰქონდა მოლოდინი, რომ ამჯერად ნატოს გენერალური მდივნისგან  ნატოს პიჯაკს  მიიღებდა , ”თორემ   ვიყინებით ამ პიჯაკის გარეშე ”- ამ სიტყვებით მიმართა მიხეილ სააკაშვილმა ანდერს ფოგ რასმუსნეს.

ნატოს გენერალურმა მდივანმა  კი  აღნიშნა, რომ მისთვის და ნატოს საბჭოს წევრებისთვის დიდი პატივი იყო საქართველოში ჩამოსვლა, ქვეყანაში, რომელიც 8 წლის წინ შეუდგა თავისუფლების შენებას და უკვე ”ბრწყინვალე  შედეგებს მიაღწია”   დემოკრატიულ განვითარებასა და კორუფციასთან ბრძოლაში.  ანდერს ფოგ რასმუსენმა  განსაკუთრებით აღნიშნა საქართველოს მიღწევა უსაფრთხოების დაცვაში როგორც ქვეყნის  შიგნით, ისე მის გარეთ და ხაზი გაუსვა, რომ მომავალ წელს საქართველო იქნება ნატოს არა წევრი  ნომერ პირველი კონტრიბუტორი ავღანეთის სამშვიდობო ოპერაციაში. ”ნატო მადლიერია  იმ მნიშვნელოვანი წვლილის გამო, რომელიც საქართველოს შეაქვს ავღანეთის სამშვიდობო ოპერაციაში”- თქვა ნატოს გენერალურმა მდივანმა.  პრესკონფერენციაზე მან ისაუბრა საქართველოს მთავარ პრობლემაზე  - ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის პრობლემაზე და უმნიშვნელოვანესი უწოდა საქართველოს მიერ ცალმხრივად აღებულ ვალდებულებას - არ გამოიყნოს ძალა დარღვეული ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად.  გენერალურმა მდივანმა განმარტა,  რომ ნატოს ურყევი პოზიციაა  აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის არაღიარების პოლიტიკის  მხარდაჭერა. ” ეს რეგიონი არის საქართველოს ნაწილი და იქნება საქართველოს ნაწილი, მიგვაჩნია, რომ პრობლემა მხოლო და მხოლოდ დიალოგის გზით უნდა გადაიჭრას”- განაცხადა ანდერს ფოგ რასმუსენმა.  მან გაიხსენა ნატოს ბუქარესტის სამიტის კომუნიკეში ჩაწერილი სიტყვები : საქართველო და უკრაინა გახდებიან ნატოს წვერები და  ხაზი გაუსვა, რომ ნატოს ბუქარესტის სამიტის შეთანხმება ძალაშია და ”საქართველო  აუცილებლად გახდება ” ნატოს წვერი.  ”გავიდა 3 წელი, დღეს საქართველო უფრო ახლოსაა ალიანსთან ვიდრე იყო 2008-ში, ბუქარესტის სამიტის წინ, ეს  ასეა თქვენი რეფორმების წყალობით”- განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა. პრესკონფერენციის მიმდინარეობისას, ჟურნალისტების შეკითხვებზე პასუხის გაცემისას მან მოუხდა  განემარტა, რომ  ნატოს საბჭოს ვიზიტი საქართველოში არის ნატოს  ჩიკაგოს  სამიტის მოსამზადებელი  ღონისძიება,  ჩიკაგოს სამიტის   დოკუმენტშიც კი   რასმუსენის სიტყვებით :  ”ალბათ აღინიშნება  პროგრესი, რომელსაც ნატო საქართველოში რეფორმირების კუთხით ხედავს”.  ნატოს გენერალურმა მდივანმა  მიუთითა ისიც, რომ ალიანსში საბოლოო გაწევრიანება  შემდგომ წინსვლას  მოითხოვს,  მათ შორის  სიტყვის  თავისუფლების და სასამართლოს დამოუკიდებლობის გარანტირების და საარჩევნო კანონმდებლობის შემდგომი დახვეწის მხრივ. 

კომენტარები