შოუბიზნესი

ედი მერფი „ოსკარის“ დაჯილდოების ცერემონიას აღარ წაიყვანს

რამდენიმე თვის წინ ამერიკელი  მსახიობი ედი მერფი „ოსკარის“ დაჯილდოების ცერემონიის წამყვანად დაამტკიცეს, მაგრამ გავრცელდა ხმები, რომ მერფი დაჯილდოების ცერემონიას აღარ გაუძღვება, რაც თავად მსახიობმაც დაადასტურა.  მიზეზი   კინოაკადემიის პროდიუსერის, ბრეტ რატნერის თანამდებობიდან წასვლაა.
რატნერის თანამდებობის დატოვების მიზეზი კი  სკანდალია, რომელიც მისმა არაკორექტულმა განცხადებამ გამოიწვია.  ბრეტ რატნერმა სექსუალური უმცირესობები უდიერად მოიხსენია.

მერფის განცხადებით, ის იზიარებს მიღებულ  გადაწყვეტილებას  და იმედოვნებს, რომ ახალი კოლექტივი შოუს შესანიშნავად ჩაატარებს.
ბრეტ რეტნერის შემცვლელად  კინოაკადემიამ ვეტერანი პროდიუსერი ბრაიან გრეიზერი დაასახელა.

კინოაკადემიის დაჯილდოების ცერემონია 2012 წლის 26 თებერვალს გაიმართება.

ჰოლივუდის უცხოური პრესის ასოციაცია, რომელიც ყოველწლიურად ოქროს გლობუსის დაჯილდოების ცერემონიას ხელმძღვანელობს, წელს საპატიო ჯილდოს 74 წლის ლეგენდარულ მსახიობს, მორგან ფრიმენს, ცხოვრებისეული მიღწევებისთვის გადასცემენ.

ოქროს გლობუსის 69-ე დაჯილდოების ცერემონია 15 იანვარს გაიმართება.

მარია იეტერმა, რომელიც ირწმუნება, რომ მომღერალ ჯასტინ ბიბერისგან შეეძინა შვილი, ემოციური ინტერვიუ მისცა სატელევიზიო გადაცემა „The Insider”-ს. იეტერმა ისაუბრა თუ რა მოხდა ბიბერის კონცერტის შემდეგ ლოს-ანჯელესში, მან ასევე განაცხადა, რომ შეძლებს სასამართლოს დაუმტკიცოს რომ ბავშვი ნამდვილად ბიბერს ეკუთვნის. თავად მომღერალი კი ბრალდებას უარყოფს.

მსახიობი ჟა-ჟა გაბორი კვლავ საავადმყოფოშია, პრობლემები მსახიობის საკვებმა მილმა გამოიწვია, რომელიც მას რამდენიმე კვირის წინ გამოუცვალეს.
2010 წლის ივლისის შემდეგ გაბორი საავადმყოფოში რამდენჯერმე მოათავსეს. 2010 წელს იგი საწოლიდან გადმოვარდა და თეძო მოიტეხა, გასულ იანვარს ექიმებმა მსახიობს ფეხის ამპუტაცია ჩაუტარეს, ხოლო თებერვალში მსახიობს ფილტვებზე შეექმნა პრობლემა.

მაიკლ ჯექსონის გარდაცვალებიდან 2 წელი გავიდა, მისმა ოჯახის წევრებმა მიიღეს გადაწყვეტილება აუქციონზე გამოიტანონ მომღერლის საწოლი, რომელშიც იგი გარდაიცვალა, ასევე სახვითი ხელოვნების ნიმუშები და ავეჯი.

აუქციონი 2011 წლის 17 დეკემბერს ბევერლი ჰილზში გაიმართება. 

კომენტარები