ივანიშვილი პოლიტიკაში

ქართული პარტია ივანიშვილს პასუხობს

”ქართულმა პარტიამ" ბიზნესმენი  ბიძინა ივანიშვილი   სოზარ სუბართან დაკავშირებით პროვოკაციული განცხადების გაკეთებაში დაადანაშაულა.  პარტიამ  განცხადება გაავრცელა , რომელშიც ხაზგასმულია, რომ   ეროსი კიწმარიშვილთან დაკავშირებით  ბიზნესმენის ”ნეგატიურ და საკმაოდ გაუგებარ”   შეფასებებზე  ”ქართულ პარტიას”  თვაშეკავებული რეაქცია ქონდა,  საპასუხოდ   ივანიშვილს კიწმარიშვილმა კონსტრუქციული თანამშრომლობაც კი  შესთავაზა  , თუმცა  დღეს ივანიშვილმა აღნიშნა,  რომ სოზარ სუბარმა  ”ქართული პარტიის”  დატოვების შესახებ განცხადება გააკეთა.  ”მიუხედავად ბოლო დროს გარკვეულ მედიასაშუალებებში აგორებული კამპანიისა, თითქოს სოზარ სუბარმა პარტია დატოვა, მისგან ამის დამადასტურებელი განცხადება არავის უნახავს. ბიძინა ივანიშვილის განცხადება აღნიშნულის შესახებ აშკარად პროვოკაციულ ხასიათს ატარებს და, რბილად რომ ვთქვათ, გვაგონებს რუსეთში 90-იან წლებში ბიზნესის კეთების პრინციპს - "თუ ვერ ყიდულობ ქარხანას, უნდა იყოდო მისი დირექტორი".- ნათქვამია ”ქართული პარტიის” განცხადებაში. ”ქართულმა პარტიამ” მოუწოდა  ივანიშვილს მისი შეფასებები ნუ დაემსგავსება მკითხაობას. ივანიშვილმა ”კვირის პალიტრასთან” ინტერვიუში  თქვა,  რომ  სოზარ სუბარმა ”ქართული პარტიის”  წასვლის შესახებ განაცხადა.  რაც შეეხება ივანიშვილის და კიწმარიშვილის ურთიერთობას: რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ცნობა, რომ ბიძინა ივანიშვილმა ეროსი კიწმარიშვილის ფონდს 2009 წელს ნახევარი მილიონი ლარი გადაუხადა.  ცნობა  ”ნეტგაზეთმა” გაავრცელა,  გამოცემა ”ქართუ-ჯგუფისგან” მიღებულ ინფორმაციას ეყრდნობოდა. 

კომენტარები