ჰაჯი

მთელი მსოფლიოს მუსლიმებისთვის ჰაჯი დაიწყო

ყურბან-ბაირამის დამდეგ დღესასწაულთან დაკავშირებით, რომელიც წელს 6 ნოემბერს აღინიშნება, მუსლიმები ჰაჯის - მექაში ყოველწლიურ მომლოცველობას იწყებენ. საუდის არაბეთის მთავრობა ვარაუდობს, რომ ჰაჯის ექვსდღიან მომლოცველობაში 2.5 მილიონი ადამიანი მიიღებს მონაწილეობას.

ყურბან-ბაირამი, წინასწარმეტყველი იბრაჰიმის (იუდეო-ქრისტიანულ რელიგიებში - აბრაამი) მსხვერპლშეწირვის მოსახსენებლად აღინიშნება. ყურანის თანახმად, მთავარანგელიზი ჯიბრაილი ძილში მოევლინა იბრაჰიმს და ალაჰის სახელით თავისი ერთადერთი შვილის, ისმაილის მსხვერპლშეწირვა უბრძანა. მამა-შვილი დაჰყვნენ ალაჰის ნებას, მაგრამ მსხვერპლშეწირვის დროს დანამ არ გაჭრა. აღმოჩნდა, რომ იბრაჰიმი ალაჰის მიერ იცდებოდა, ხოლო თავისი შვილის ნაცვლად, მთავარანგელოზმა ჯიბრაილმა მას მსხვერპლშეწირვისთვის ცხვარი უბოძა.

მსხვერპლშეწირვის დღესასწაული ჰაჯის კულმინაციას წარმოადგენს, ხოლო წინა დღეს ისინი სიმბოლურად აღასრულებენ შაითანის ჩაქოლვის რიტუალს. მსხვერპლშეწირვის რიტუალის მოახლოვებისას აქტიურდებიან ცხოველთა დამცველები, როგორც წესი ისინი ცხვრების დახოცვის სასტიკ მეთოდებს აპროტესტებენ და მსხვერპლშეწირვის აკრძალვას ითხოვენ.

კომენტარები