ჰაჯი საუდის არაბეთში

მექაში ჰაჯის შესასრულებლად 2 მილიონზე მეტი მუსლიმი შეიკრიბა

საუდის არაბეთის ქალაქ მექაში, ჰაჯის შესასრულებლად 2 მილიონზე მეტი მუსლიმი შეიკრიბა. საუდის არაბეთის უსაფრთხოების ძალების ინფორმაციით, ადგილზე მობილიზებულია 30 000 მედდა და 25 საავადმყოფო კი საჭიროების შემთხვევაში მათ უფასო სამედიცინო დახმარებას სთავაზობს.

ჰაჯი არის უდიდესი ყოველწლიური პილიგრიმობაა მსოფლიოში. ის მუსლიმური რელიგიის ხუთ მთავარ საყრდენთაგან ერთ-ერთია და ყველა ფიზიკურად ჯანმრთელი მუსლიმი ვალდებულია, სიცოცხლეში ერთხელ მაინც დაესწროს.

ამ დროს მომლოცველები მექადან აღმოსავლეთით დაახლოებით, ხუთ კილომეტრში ლოცვით მსვლელობას აწყობენ. 

მომლოცველები იმ გზას გადიან, რომელიც წინასწარმეტყველმა მუჰამედმა განვლო. 

კომენტარები