ჰაჯი

მექაში ჰაჯის შესრულების დროს სიცხისგან დაღუპულთა რიცხვმა 1000-ს მიაღწია

მექა
Guardian

მექაში ჰაჯის მსვლელობისას სიცხისგან დაღუპულთა რიცხვმა 1000-ს მიაღწია.

მექაში ჰაერის ტემპერატურამ დღესასწაულის დროს 52 გრადუსს მიაღწია, რაც მომლოცველთა ნაწილის დაღუპვის მიზეზი გახდა. საუდის არაბეთის ჯანდაცვის სამსახურების თქმით, სულ სიცხისგან 2000-დე ადამიანი დაშავდა.

დაღუპულთა შორის არიან საუდის არაბეთის, ეგვიპტის, იორდანიის, ირანის, ინდონეზიისა და სენეგალის მოქალაქეები. 

ჰაჯი ტრადიციული მოლოცვის რიტუალია, რომელიც მექაში ყოველწლიურად ტარდება. პილიგრიმები სხვადასხვა მუსლიმური ქვეყნებიდან მექადან აღმოსავლეთით დაახლოებით, ხუთ კილომეტრში ლოცვით მსვლელობას აწყობენ. მომლოცველები იმ გზას გადიან, რომელიც გადმოცემის თანახმად წინასწარმეტყველმა მუჰამედმა განვლო. 

ჰაჯი უდიდესი ყოველწლიური პილიგრიმობაა მსოფლიოში. ის მუსლიმური რელიგიის ხუთ მთავარ საყრდენთაგან ერთ-ერთია და ყველა ფიზიკურად ჯანმრთელი მუსლიმი ვალდებულია, სიცოცხლეში ერთხელ მაინც დაესწროს.

კომენტარები