ივანიშვილი პოლიტიკაში

ბიძინა ივანიშვილი საზოგადოებრივ მოძრაობას აფუძნებს

ბიზნესმენი ბიძინა ივანიშვილი საზოგადოებრივ მოძრაობას  აფუძნებს სახელწოდებით ” ქართულ ოცნება” . ივანიშვილის  პრეს-სამსახურის მიერ დღეს გავრცელებული ინფორმაციით,     ”ქართული ოცნება” პრეზენტაცია 25 ნოემბერს თბილისის ფილარმონიაში  გაიმართება, რომლის ადმინისტრაციასაც  დარბაზის დასაქირავებლად ხვალ მიმართავენ. ახალ საზოგადოებრივ მოძრაობას  თავად ბიძინა ივანიშვილი უხელმძღვანელებს. 

კომენტარები