ჩვენ უნდა შევძლოთ რუსეთთან ეკონომიკური ურთიერთობის აღდგენა, - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა საკუთარ პრესკონფერენციაზე , მისი თქმით , უაღრესად საინტერესო რუსული ბაზარი, რომლისკენაც მთელი მსოფლიო ისწრაფვის, რუსეთ-საქართველოს ომამდე საქართველოს ხელისუფლების გაუაზრებელი პოლიტიკის გამო დაიკარგა. მილიარდერი ბიზნესმენის განცხადებით , თუკი ის თავის გუნდთან ერთად ხელისუფლებაში მოვა, განავითარებს ურთიერთობას აშშ-სთან და ევროპასთან და დაიწყებს ” ურთიერთობის მყისიერ დალაგებას” რუსეთთან. ბიზნესმენი აცხადებს, რომ მას სურს პუტინი რუსეთში დემოკრატიული რეფორმების გამტარებლად იხილოს . პრესკონფერენციაზე მან გამოთქვა მოსაზრება, რომ აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი ხდება პრობლემა რუსეთისთვის, რუსეთის შიდა უსაფრთხოებისთვის. ივანიშვილის შეხედულებით ეს ფაქტორი უნდა გახდეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საბაბი. ივანიშვილს დაუსვეს შეკითხვა -მისი თვალსაზრისით არის თუ არა რუსეთი ოკუპანტი? პასუხად ბიზნესმენმა განაცხადა: ”საერთაშორისო თანამეგობრობა აღიარებს, რომ რუსეთს ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიების 20 პროცენტი.”
რუსეთის ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში გაწევრიანებისთვის წარმოებულ მოლაპარაკებებთან დაკავშირებით ივანიშვილმა განაცხადა, რომ პოზიტიური იქნება ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში რუსეთის გაწევრიანება, თუმცა თქვა, რომ შვეიცარიის შუამავლობით წარმოებულ მოლაპარაკებებში შვეიცარიის მიერ ჩამოყალიბებული წინადადება ( როკსა და ფსოუზე ტვირთების საერთაშორისო მონიტორინგის შესახებ) საქართველოსთვის სასარგებლო არანაირად იქნება და არც სიახლე. ივანიშვილის თქმით ”ამ მონიტორინგს აქამდე საქართველო კი არა თავად რუსეთი ითხოვდა.” ივანიშვილის აზრით, შვეიცარიის წინადადებას საქართველო საერთაშორისო ზეწოლით დათანხმდა და არა საქართველოს ინტერესებით.
საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების თაობაზე შეკითხვის პასუხად ივანიშვილმა განაცხადა, რომ ჩრდილოატლანტიკური ალიანსი არა მხოლოდ სამხედრო ბლოკია, არამედ პოლიტიკურიც და ის კანდიდატ სახელმწიფოებს დემოკრატიული ინსტიტუტებთან დაკავშირებით სერიოზულ მოთხოვნებს უყენებს. ბიზნესმენის შეფასებით, მიხეილ სააკაშვილმა საქართველოში „დემოკრატიული ინტიტუტები გაანადგურა“ და, შესაბამისად, ნატო-ში გაწევრიანების პერსპექტივა „ძალიან შორს გადაწია“. საკუთარი შეხედულება საქართველოს ალიანსში ინტეგრაციის თაობაზე ივანიშვილს არ გამოუხატავს. მას შეკითხვა "ISAF"-ისსაერთაშორისომისიაშისაქართველოსშეიარაღებულიძალებისმონაწილეობასთანდაკავშირებითაცდაუსვეს. ივანიშვილის თქმით, საქართველომ ამ მისიაში თავისი წვლილი შეიტანა და ამგვარ მისიებში მონაწილეობას მომავალშიცშეეცდება. "ჯარისკაცების კონკრეტულ რაოდენობაზე გადაწყვეტილებას ანალიზის შემდგომ მივიღებთ." - აღნიშნა ივანიშვილმა.
რაც შეეხება პოლიტიკურ მომავალს ( რისთვისაც ივანიშვილს პირველ რიგში საქართველოს მოქალაქეობა სჭირდება) ივანიშვილი მიიჩნევს , რომ მოქალაქეობა მას უკანონოდ ჩამოართმევს. ”საქართველოს მოსახლეობისა და საერთაშორისო თანამეგობრობის ძალისხმევით შევძლებთ, ვაიძულოთსააკაშვილი, რომ მოქალაქეობა აღმიდგინოს. იმ შემთხვევაში, თუმოქალაქეობა არ აღმიდგება, გვაქვს პარალელური გათვლებიც, მაგრამ შედეგი იქნება იგივე - მივალთ არჩევნებამდე და შევცვლით სააკაშვილის მთავრობას", - განაცხადა ივანიშვილმა. მან თქვა ისიც, რომ პარლამენტში უმრავლესობით მოსვლის შემთხვევაში, პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის იმპიჩმენტის საკითხსდააყენებს.
ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში ივანიშვილი აპირებს: შეცვალოს კონსტიტუცია, გაათავისუფლოს მედია, სასამართლო გახადოს დამოუკიდებელი, გააუმჯობესოს ბიზნეს-გარემო, განავითაროს ეკონომიკა, შექმნას სამუშაო ადგილები ისე, რომ საქართველოში აღარ იყვნენ დაუსაქმებელი ადამიანები. პრესკონფერენციაზე ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალისტების შეკითხვებზე პასუხის გაცემამდე განმარტა, რომ პოლიტიკაში წასვლის გადაწყვეტილება მისთვის და მისი ოჯახისთვის იყო მძიმე, მაგრამ ის ”სამშობლოს სიყვარულმა მიაღებინა”, ” მე დავინახე , რომ სამშობლოს ვკარგავ”- განაცხადა ბიზნესმენმა. მან აღიარა, რომ 2007 წლის 7 ნოემბრის შემდეგ აკვირდებოდა ოპოზიციის და ხელისუფლებს ურთიერთობას, ერთხანს ფიქრობდა რომელიმე ოპოზიციურ პარტიის დაფინანსებით ჩარეულიყო პოლიტიკაში, მაგრამ ბოლოს დაასკვნა , რომ პარტია თავად უნდა შექმნას. ”უფრო მეტს ჩემი გეგმების შესახებ გეტყვით სამომავლო პარტიის პროგრამით” - განაცხადა ივანიშვილმა. პოლიტიკური პარტიის შექმნა და მის საქმიანობაში მონაწილეობა საქართველოში საქართველოს მოქალაქის უფლებაა.




