ივანიშვილი პოლიტიკაში

ივანიშვილის პრესკონფერენცია პირდაპირ ეთერში გადაიცემა

საზოგადოებრივი მაუწყებლის პირდაპირ ეთერში   პრესკონფერენციის გაშუქებასთან დაკავშირებით ბიძინა ივანიშვილის პრეს-სამსახური ურთიერთგამომრიცხავ მოთხოვნებს აყენებდა. საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ გავრცელებული განცხადების მიხედვით, ივანიშვილის მხარე მოითხოვდა  მინიმუმ 40 წუთიან საეთერო დროს პრესკონფერენციისთვის, მაგრამ, ამავდროულად უარს ამბობდა ივანიშვილის კერძო საკუთრებაში ( მის რეზიდენციაში)  მოძრავი სატელიტური სადგურისა და ტექნიკური პერსონალის შეშვებაზე, იმ მიზეზით რომ საკითხი ბიზნესმენის  პირად დაცვასთან იყო შესათანხმებელი. 

შეგახსენებთ ივანიშვილმა უარი თქვა მონაწილეობა მიეღო საზოგადოებრივი მაუწყებლის  რომელიმე პოლიტიკურ თოქ- შოუში  და პირდაპირ ეთერში გაეცა პასუხი გადაცემის  წამყვანის შეკითხვებისთვის. მან მოითხოვა  პრესკონფერენციის  პირდაპირ ეთერში  გაშუქება   მისსავე რეზიდენციიდან.    თანმდევი  ურთიერთგამომრიცხავი მოთხოვნების დაყენების შესახებ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ ,   ივანიშვილის პრეს-სამსახურმა განმარტა, რომ  პრესკონფერენციაზე მაუწყებლის მოძრავ სატელიტურ სადგურს და ტექნიკურ პერსონალს პრობლემები  არ ექნებათ.   პრესკონფერენცია 1 ნოემბერს  გაიმართება, საზოგადოებრივი მაუწყებელი აცხადებს, რომ   პრესკონფერენციას პირდაპირ ეთერს დაუთმობს იმ დროით, რაც საზოგადოების ინტერესის დაკმაყოფილებას დასჭირდება. 

კომენტარები