”შეუსრულებელი მისია: მოჩვენება პროტოკოლის” რიგით მეორე ტრეილერი გამოვიდა. ფილმის რეჟისორი ბრედ ბირდია, რომელიც მხატვრულ კინოში ძალებს პირველად მოსინჯავს. აქამდე ბირდი მხოლოდ ანიმაციურ ფილმებს იღებდა და ძალიან წარმატებულადაც. მისი ნამუშევრები - ”რკინის გიგანტი”, ”ფანტასტიკური ოჯახი” და ”რატატუი” კრიტიკოსების მიერ აღიარებული მულტფილმებია. ”შეუსრულებელი მისია: მოჩვენება პროტოკოლი” ფრენჩაიზის რიგით მეორე ნაწილი იქნება და მთავარ როლს კვლავაც ტომ კრუზი შეასრულებს. ნამუშევარი აშშ-ის კინოთეატრებში 21 დეკემბერს გამოვა.
tbl.ge/k54
დაკოპირდა




