ბიზნესმენმა ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალ ლიბერალისთვის მიცემულ ვიდეო ინტერვიუში არ ისურვა ესაუბრა , თუ რა კავშირები აქვს იმ ქვეყნის პოლიტ ელიტასთან, სადაც მილიარდერი გახდა . ივანიშვილი მხოლოდ იმის განმარტებით შემოიფარგლა, რომ რუსეთში 9 წლის განმავლობაში არ ყოფილა და გამოთქვა მოსაზრება, რომ შეკითხვები რუსეთის ხელისუფლებასთან ივანიშვილის შესაძლო კავშირების თაობაზე საზოგადოებისგან კი არა სააკაშვილისგან გუნდისგან მოდის. ბიძინა ივანიშვილმა საკითხს „თითიდან გამოწოვილი “ უწოდა და ჟურნალისტს სხვა თემაზე გადასვლა ურჩია. ამავე ინტერვიუში ბიძინა ივანიშვილმა „გაუაზრებელი გადაწყვეტილება“ უწოდა მისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევას. გამოთქვა მოსაზრება, რომ ეს გადაწყვეტილება ადასტურებს ხელისუფლების უუნარობას იყოს შორსმჭვრეტელი. ბიზნესმენის დასკვნით გადაწყვეტილებით ხელისუფლებამ თავი „ ცუდ მდგომარეობაში ჩაიგდო“.
ივანიშვილმა ლიბერალთან ინტერვიუშიც გაიმეორა , რომ მომავალი არჩევნები მისი მონაწილეობის გარეშე ლეგიტიმური ვერ იქნება. ამავე დროს, ივანიშვილმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ რაიმე სახის რევოლუციისა თუ ქუჩის გამოსვლების წინააღმდეგია.