რუსეთი და WTO

მოსკოვი გამორიცხავს WTO-ს საკითხებზე მოლაპარაკებებში მიიღოს საქართველოს პირობა

რუსეთის პრეზიდენტის  თანაშემწის არკადი დვორკოვიჩის განცხადებით,  რუსეთს არ შეუძლია მიიღოს საქართველოს პირობა , რომელსაც ის  ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში რუსეთის   გაწევრიანების საკითხებზე მოლაპარაკებებში აყენებს. დვორკოვიჩმა მოსკოვში მიმდინარე ბიზნეს-ფორუმზე ჟურნალისტებს განუმარტა, რომ საქართველო რუსეთს   პრაქტიკულად  სთხოვს  გადახედოს იმ რესპუბლიკების სტატუსს, რომელთა დამოუკიდებლობაც უკვე  სცნო.  მედვედევის თანაშემწემ აღნიშნა, რომ რუსეთი ამაზე არ   წავა და დასძინა, რომ თუ  ამის გამო ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში არ მიიღებენ ამით მარტო რუსეთი კი არა მისი პარტნიორებიც დაზარალდებიან.  საქართველოს  მოთხოვნაა რუსეთი დათანხმდეს საქართველოსთან საზღვრის აფხაზეთის და  ცხინვალის რეგიონის პერიმეტრებზე სავაჭრო  მონიტორინგს.  


კომენტარები