რუსეთი და WTO

ლავროვი: WTO-ში რუსეთისთვის საქართველო დაბრკოლება არაა

 რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის განცხადებით, ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში  (WTO)  რუსეთის გაწევრიანებისთვის საქართველო დაბრკოლებას არ წარმოადგენს. პარასკევს ევროკავშირის წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ რუსეთთან ერთად უკანასკნელი სადაო საკითხების   გადაწყვეტა მოახერხეს. ვაჭრობის საკითხებში  ევროკომისიის პასუხისმგებელი პირის კარელ დე გუხტის თქმით, მხარეებმა მიაღწიეს კომპრომისს ისეთ საკითხებში, რომლებიც საავტომობილო წარმოებას, რუსეთში სურსათის ექსპორტს და რუსეთიდან მერქნის ექსპორტის კვოტებს შეეხება. წინააღმდეგობად  საქართველო  რჩება. ჟენევის მოლაპარაკებების ბოლო რაუნდზე  რუსეთის და საქართველოს პოზიციების დაახლოება ვერ მოხერხდა. ორგანიზაციაში  გაწევრიანებზე საქართველოს დათანხმებისთვის, რუსეთი  არ იღებს  საერთო საზღვრის აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის მონაკვეთებზე მონიტორინგის დაწესების მოთხოვნას. აშშ-ს წარმომადგენლებმა რუსეთს არაერთხელ განუმარტეს, რომ WTO-ში გაწევრიანებისთვის საქართველოსთან შეთანხმებას უნდა მიაღწიოს. ლავრომა კი  თქვა:  ” თუ ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის  საწესდებო დოკუმენტაციით მკაცრად ვიხელმძღვანელებთ, ასეთ შემთხვევაში საქართველოს პოზიცია დამაბრკოლებელი ვერ იქნება. არსებობს საშუალებები, რომ ჩვენი ვალდებულებები ორგანიზაციის წევრებთან მიმართებაში საქართველოზე არ გავრცელდეს” 

კომენტარები