რუსეთი და WTO

მედვედევი: რუსეთი WTO-ზე უარს გადაიტანს

რუსეთი ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში მიღებაზე უარს „გადაიტანს“. ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა  მხარდამჭერებთან შეხვედრაზე განაცხადა. მედვედვის   თქმით, WTO-ში რუსეთის გაწევრიანება  როგორც რუსეთის ეკონომიკის, ასევე მისი სავაჭრო პარტნიორების ინტერესებშია,  თუმცა,  WTO არის „გზა ორმხრივი მოძრაობით“ და თუკი  რუსეთს    ეტყვიან , რომ რაღაც მიზეზების გამო  ვერ გამოდგება ,  რუსეთი ამას    გადაიტანს. შეგახსენებთ, დღემდე რუსეთის WTO--ში გაწევრიანებისთვის მთავარ ბარიერად საქართველო რჩება. ხვალ შვეიცარიის დედაქალაქში რუსეთ-საქართველოს კონსულტაციების მორიგი რაუნდია დაგეგმილი, რომელზეც მხარეები კომპრომისის მიღწევას შეეცდებიან. მოსკოვი დღემდე უარს ამბობს თბილისის მთავარი მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე  საერთო საზღვრის აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის მონაკვეთზე ტვირთების საერთაშორისო მონტორინგის განხორციელებას.

რუსეთის პრემიერმა ვლადიმირ პუტინმა რამდენიმე დღის წინ აშშ-სა და ევროკავშირს „პოლიტიკური გადაწყვეტილების“ მიღებისკენ მოუწოდა დ აღნიშნა, რომ მათი ნების შემთხვევაში, ორგანიზაციაში გაწევრიანებას რუსეთი საქართველოს თანხმობის გარეშეც შეძლებს. იმავდროულად, რუსეთში აშშ-ს ახალდანიშნულმა ელჩმა მაიკლ მაკფოლმა განაცხადა, რომ რუსეთს „საქართველოსთვის გვერდის ავლის“  შესაძლებლობა არ მიეცემა და WTO-ში გასაწევრიანებლად მოსკოვს თბილისთან კომპრომისზე წასვლას მოუწევს. 

კომენტარები